„ქართულ ოცნებასთან“ კოალიციურ ფორმატში თანამშრომლობა გამორიცხულია"
29/09/2021 10:48:34 პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციურ ფორმატში თანამშრომლობა გამორიცხულია.
როგორც ოპოზიციის ნაწილის კანდიდატების შემაჯამებელ შეხვედრაზე მელიამ განაცხადა, მმართველი ძალა ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ კურსს უცვლის.
„ქართულ ოცნებას“ რომ სდომოდა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა და დაშვების დონეზე მაინც რომ მოეხდინათ დემონსტრირება კოალიციური მმართველობის არსებობისა ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რა ჩაიდინეს, როგორ პოზიციონირებენ და სადამდე მიიყვანეს ეს სახელმწიფო, რომლის გადარჩენისთვისაც ვიბრძვით, იქამდეც მივიდნენ, რომ დაუფარავად ქვეყანას საგარეო პოლიტიკურ კურსს უცვლიან, ასეთ ძალასთან თანამშრომლობა კოალიციურ ფორმატში რა თქმა უნდა, გამორიცხულია“, - განაცხადა მელიამ.


