"ალიევთან შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები და რეგიონალური ტრანსფორმაციის მნიშვნელობა განვიხილეთ"
29/09/2021 12:07:32 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და რეგიონალური ტრანსფორმაციის მნიშვნელობა განიხილეს.
“ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ალიევთან. განვიხილეთ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობები და რეგიონალური ტრანსფორმაციის მნიშვნელობა. საუბრისას შევეხეთ ორმხრივი მნიშვნელობისა და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებს. მიმოვიხილეთ თანამშრომლობის განვითარების ახალი შესაძლებლობები”,-წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.


