Accentnews.ge
ევროპარლამენტარი: "აქ ვართ, რათა არ განმეორდეს ბოლოს მომხდარი მანიპულაცია და თაღლითური ქცევა"

ევროპარლამენტარი: "აქ ვართ, რათა არ განმეორდეს ბოლოს მომხდარი მანიპულაცია და თაღლითური ქცევა"

30/09/2021 05:30:25 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებას დიდი ეფექტი მოჰყვება. ამის შესახებ, მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან განაცხადა. გრეგოროვა და კიდევ რამდენიმე ევროპარლამენტარი საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდებიან.

"ვფიქრობ, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას დიდი ეფექტი მოჰყვება. არ მგონია, რომ ეს ძირითადად პოზიტიური იყოს, რადგან ამ არჩევნებს ძირითადად სტაბილურობა სჭირდება", - თქვა ევროპარლამენტარმა.

რაც შეეხება არჩევნებს, მისი თქმით, "ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, ის საპარლამენტო არჩევნების დონისაა, რადგან აჩვენებს მიემართება თუ არა საქართველო ევროპული მიმართულებით":

"ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავაკვირდეთ და გავაკონტროლოთ, რათა არ განმეორდეს ბოლოს მომხდარი მანიპულაცია და თაღლითური ქცევა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S