Accentnews.ge
ღარიბაშვილი – სააკაშვილზე: "თუ ჩამოვა, დავიჭერთ, ვინც ამას ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ"

ღარიბაშვილი – სააკაშვილზე: "თუ ჩამოვა, დავიჭერთ, ვინც ამას ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ"

30/09/2021 08:00:24 პოლიტიკა

"თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს. თუ ჩამოვა, დავიჭერთ, ვინც ამას ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ, მეტი რა გითხრათ", - ასე ეხმიანება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, სააკაშვილს „100 000 გაბრაზებული ადამიანი დახვდება“.

„არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება მე არ დამიანონსებია, ეს დაანონსეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა როდესაც თქვეს, რომ ხელს შეუშლიან სააკაშვილის დაკავებას. მე ვთქვი, რომ ოპოზიციას არ შეუძლია საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება. პიკის დროს, ივლისის თვეში, როდესაც საკმაოდ კულმინაციური მომენტი იყო, მათ 5000-ზე მეტი მხარდამჭერის მობილიზება ვერ შეძლეს. ამის საპასუხოდ მე ვთქვი, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერების მობილიზება შეგვიძლია ერთ საათში და მინიმუმ 100 000-კაციანი მშვიდობიანი დემონსტრაცია ნებისმიერ დროს განვახორციელოთ. სააკაშვილს არ სჭირდება 100 000 კაცი, მას სჭირდება მინიმუმ, 10 პოლიციელი, გამოცდილი კაცი, რომელიც მას დააკავებს. სახელმწიფოს აქვს სრული მზაობა იმისთვის, რომ დაიცვას წესრიგი, არ მოხდეს კანონის აღსრულებაში ხელის შეშლა და ამ ყველაფერს მშვიდობიანად ჩავატარებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S