Accentnews.ge
გახარია ნარკოტიკებზე თმის ნიმუშის კვლევის პასუხს აქვეყნებს

გახარია ნარკოტიკებზე თმის ნიმუშის კვლევის პასუხს აქვეყნებს

30/09/2021 09:22:31 პოლიტიკა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამჯერად თმის ნიმუშით ჩატარებული ნარკოტესტირების შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმად, მას არ უდასტურდება არც ერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება.

„ავსტრიის ლაბორატორიის „FTC-Forensisch-Toxikologisches Labor“ დასკვნით, თმის ნიმუშის კვლევის შედეგად, არცერთი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება არ დადასტურდა“, – წერს იგი ფეისბუქში" პირად გვერდზე .

დედაქალაქის ამჟამინდელმა მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 4 სექტემბერს განაცხადა, რომ იგი ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებას გეგმავდა და მერობის სხვა კანდიდატებსაც იწვევდა იმავეს გაკეთებისკენ.

თავდაპირველად კალაძემ განმარტა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება და მოწოდება მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ემსახურებოდა, თუმცა მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ფოკუსი დაავიწროვეს და ის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასკენ მიმართეს.

პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყოფილ თანაგუნდელს „კოკაინშიკი“ უწოდა.

13 სექტემბერს, გიორგი გახარიამ მზადყოფნა გამოთქვა ნარკოლოგიური შემოწმების გავლაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ანალიზებს არა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, არამედ ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში გაიკეთებდა.

16 სექტემბერს კი მან განაცხადა, რომ ის ავსტრიაში იმყოფებოდა, ანალიზებიც ჩააბარა და პასუხების თანახმად ნარკოტიკის მოხმარება არ დაუფიქსირდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S