Accentnews.ge
"ჩემი შემოთავაზებაა, დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგების დასაწყისი, თვითმფრინავს მივცეთ საშუალება, მშვიდობიანად დაჯდეს"

"ჩემი შემოთავაზებაა, დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგების დასაწყისი, თვითმფრინავს მივცეთ საშუალება, მშვიდობიანად დაჯდეს"

30/09/2021 12:06:05 პოლიტიკა

პარტია „კანონი და სამართლიანობის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი, რომელმაც ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად „საერთო სახალხო მოძრაობა” დააფუძნა, ხელისუფლებას სთავაზობს, "საქართველოში დიდი შერიგების დასაწყისი დაიწყოს".

"ჩემი შემოთავაზება ასეთია, დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგების დასაწყისი. ეს თქვენც გჭირდებათ. იფიქრეთ სამომავლოდ, არ გაქვთ ქვეყანაში კარგი საქმეები გაკეთებული. მშვიდობიანად მივცეთ საშუალება დაჯდეს თვითმფრინავი", – განაცხადა ჩარკვიანმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილს დააკავებენ, „მოძრაობა სააკაშვილის დასაბრუნებლად“ ბრძოლას გააგრძელებს:

"დაჭერის შემთხვევაში გარანტიას გაძლევთ, ზუსტად ისე, როგორც არ მიკითხავს ოპოზიციისთვის, „მოძრაობა სააკაშვილის დასაბრუნებლად“, გააგრძელებს ბრძოლას უმწვავესად, მოსვენებას არ მოგცემთ კანონის და სამართლის ფარგლებში!"

ამასთან, ჩარკვიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს, რომ მათთან შეხვედრა უნდა და ამ შეხვედრას „რამდენიმე ადამიანი უნდა დაესწროს“:

"მინდა, მივმართო ირაკლი ღარიბაშვილს და უპირველეს ყოვლისა, მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, რომელთანაც შეხვედრა გვინდა. შეხვედრა კარგი იქნებოდა დელეგაციის სახით, მცირე ფორმის დელეგაცია იყოს. ვიცი, რომ ამ დროს ფართომასშტაბიანი დელეგაციები არ დგება. მინდა რამდენიმე ადამიანი ესწრებოდეს ამ საუბარს. ეს მხოლოდ ჭირისუფლური საუბარი იქნება, სახელმწიფოებრივი. ვფიქრობ, მათ სახელმწიფოებრივად აზროვნება მართებთ, იმიტომ რომ საქართველო არის ძალიან დიდი გადაწყვეტილების წინაშე. ვიღაც კი არ ჩამოდის, ჩამოდის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც სახელმწიფოს შენებაში, თუ არ გჯერათ რომ დიდი წვლილი აქვს შეტანილი, აღმოჩნდა, რომ 9 წლის განმავლობაში ეს 800 ათასმა კაცმა დაიჯერა და იმ ყოფილ პრეზიდენტს ხელში უჭირავს პარტია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S