ხვიჩია:"მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, გადაცვალოს ბილეთი და უფრო ადრე ჩამოვიდეს საქართველოში"
30/09/2021 16:11:06 პოლიტიკა
დეპუტატი იაგო ხვიჩიას განცხადებით, "ის მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, გადაცვალოს ბილეთი და უფრო ადრე ჩამოვიდეს საქართველოში".
მისივე თქმით, სააკაშვილი 2 ოქტომბრის არჩევნების დასრულების შემდეგ კი არა, კენჭისყრის განმავლობაში უნდა იყოს ქვეყანაში.
"ეს ერთადერთი შემთხვევაა, რაც მახსენდება ჩემ პოლიტიკურ კარიერაში, როდესაც მე არ ვეთანხმები პატივცემულ ევროპარლამენტარებს. მე, პირიქით, მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, გადაცვალოს ბილეთი და უფრო ადრე ჩამოვიდეს, ნაცვლად 11 საათისა, ის აქ უნდა იყოს დილი 12 საათიდან ან, საერთოდ, წინა დღიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ მიხეილ სააკაშვილით ადამიანების დაშინება", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


