"იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენ პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, საზოგადოების განწყობა მაძლევს"
30/09/2021 19:17:39 პოლიტიკა
თბილისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
"ძალიან დიდი ბლეფია ოპონენტების მხრიდან, რომ მეორე ტური იქნება. მე მესმის მათიც, ხომ არ იტყვიან, რომ "ქართული ოცნება" ყველგან პირველივე ტურში გაიმარჯვებსო, მაშინ აზრი ეკარგება ყველაფერს. საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ და საერთოდ, რაზეა საუბარი?! იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენ პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, მაძლევს საზოგადოების განწყობა", – აცხადებს კახა კალაძე.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


