წულუკიანი – სააკაშვილის შეწყალებაზე: "ვინც არ უნდა სთხოვოს, პრეზიდენტი არ დაუშვებს, რომ შავი ასოებით ჩაეწეროს საქართველოს ისტორიაში"
30/09/2021 19:47:34 პოლიტიკა
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას "არ დაუშვებს".
"შეიძლება ამან მისცა იმედი სააკაშვილს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ის პრეზიდენტი, რომელიც კვლავ არის მზად, რომ ამ კალიბრის დამნაშავე შეიწყალოს. მე ქალბატონ სალომეს ვიცნობ ლამის ბავშვობიდან, სტუდენტობიდან, როცა პარიზში ვსწავლობდი და მეტნაკლებად მგონია, რომ შემიძლია, გავთვალო მის მიერ მისაღები გადაწყვეტილებები. ვფიქრობ, იგი იმ ადამიანების შთამომავალია, რომელიც დაბრუნდა საქართველოში, რათა საქართველო წინ წაიყვანოს. ვინც არ უნდა სთხოვოს, ქალბატონი პრეზიდენტი არ დაუშვებს, რომ შავი ასოებით ჩაეწეროს საქართველოს ისტორიაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


