„ვიდეოზარით დამიკავშირდა“ – რას ამბობენ ენმ–ში ქვეყანაში სააკაშვილის სავარაუდო დაბრუნებაზე
01/10/2021 07:51:02 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრებისგან განსხვავებით ენმ–ში დაბეჯითებით აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვრები ნამდვილად გადმოლახა. კერძოდ, როგორც პარტიის წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა, მას სააკაშვილი ვიდეოზარით დაუკავშირდა იგივე ადგილიდან, სადაც სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოებია გადაღებული, თუმცა დროს არ აზუსტებს.
რაც შეეხება შსს–ს და „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებს, ხერხეულიძე ამბობს, რომ „შსს ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. დაადასტურონ, რომ ვიტყუებით“.
მისივე თქმით, დეტალებზე სააკაშვილი თავად ისაუბრებს:
„უმოკლეს ვადაში გავრცელდება ვიდეოები. სააკაშვილი თავად გეტყვით დეტალებს, მაგრმ ის, გეგმა, რომელიც პარტიაში იყო დაორგანიზებული, უცვლელი გახლავთ: მშვიდ გარემოში უნდა მოვახერხოთ საზოგადოების მობილიზება, თავისუფალი ნების დაფიქსირება, ხმის მიცემა და ხმების დაცვა. ძალიან მნიშვნელოვანია, გავაფორმოთ გამარჯვება და ამას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს“.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ჩამოშლილია და სააკაშვილს ვერ დააკავებენ, მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდა, შედგება თუ არა ეს აქტი, ყველანი ვიხილვთ“.
ენმ–ის წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, სააკაშვილი რამდენიმე დღეა, რაც საქართველოში იმყოფება, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავაც ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. ამის შესახებს პარლამენტის წევრმა ჟურნალისტებთან ევროკავშირის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"შემიძლია, გავიმეორე პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები, რომ ის "იქნებოდა ძალიან შორს, როდესაც რუსი ოლიგარქის პროკურატურა დაიბარებდა, მაგრამ იქნებოდა ძალიან ახლოს, როდესაც ქართველი ხალხი მოიხმობდა". მე ვთვლი, რომ ახლა საქართველოს მოქალეების აბსოლუტური უმრავლესობა იხმობს პრეზიდენტ სააკაშვილს, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
კობახიძის განცხადებას, ალბათ ისეთივე შეშინებული და აგონიური გამომეტყველებით აკეთებდა ამ განცხადებას, როგორი გამომეტყველებაც ვიხილეთ ევროკავშირის ოფისის წინ, როდესაც მას მოუწია სიმართლის მოსმენა ნიკა მელიას მხირდან. ახლა მოისმინა მან მორიგი სიმართლე პრეზიდენტი სააკაშვილის მხრიდან, რომ მან შეასრულა საკუთარი სიტყვა და როგორც აპირებდა, ის დაბრუნდა, ჩამოვიდა საქართველოში, საკუთარ სამშობლოში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენად არაკომპეტენტურია და რამდენჯერ შემოვიდნენ ადამიანები, რომ მათ არ იცოდნენ, რომ ქვეყანაში იყვნენ, ამიტომ შსს-ს არაკომპეტენტურობაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ღირს,"-აღნიშნა ბოკუჩავამ.
იხილეთ ასვეე: "ქართული ოცნების" წევრების რეაქცია სააკაშვილის განცხადებაზე
ცნობისთვის: ორიოდ საათის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებიც სავარაუდოდ, ბათუმშია გადაღებული. სააკაშვილმა მხარდამჭერებს 3 ოქტომბრისთვის თბილისისკენ დაძვრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ერთ–ერთ კოლონას თავადაც შეუერთდება.
შსს–ში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღავრი არ გადმოუკვეთავს.


