Accentnews.ge
უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი: „სააკაშვილი საქართველოში წავიდა“

უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი: „სააკაშვილი საქართველოში წავიდა“

01/10/2021 08:48:17 პოლიტიკა

უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში ადასტურებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოშია.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა სამი დღის წინ შეკრიბა ოფისის თანამშრომლები და გადაწყვეტილების შესახებ გააცნო.

"მიხეილ სააკაშვილი საქართველოში წავიდა და მიხარია, რომ დილა მშვიდობისა უსურვა ქართველ ხალხს ბათუმიდან. ჩემი ინფორმაციით, ბათუმში იყო, მაგრამ ახლა სად არის, არ ვიცი.

სამი დღის წინ ჯგუფი შეგვკრიბა და შეგვატყობინა საქართველოში წასვლის შესახებ. მან თქვა, რომ ახლა საქართველოში სერიოზული სიტუაციაა და აუცილებლად უნდა იყოს იქ. თქვა, რომ საქართველოს სჭირდება მისი დახმარება, რადგან მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომლის ჩატარებაც მის გარეშე რთული იქნებოდა. გუშინ საღამოს შემდეგ ის ოფისთან კავშირზე არ გამოსულა. როცა ამბობენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ გადმოსულა, ეს არ ნიშნავს, ის საქართველოშია,"- აცხადებს მარია ბარაბაში.

ცნობისთვის: ორიოდ საათის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებიც სავარაუდოდ, ბათუმშია გადაღებული. სააკაშვილმა მხარდამჭერებს 3 ოქტომბრისთვის თბილისისკენ დაძვრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ერთ–ერთ კოლონას თავადაც შეუერთდება.

შსს–ში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღავრი არ გადმოუკვეთავს. „ქართული ოცნების“ წევრები ირწმუნებიან, რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S