დუმბაძე: "მიხეილ სააკაშვილს ხვალ ოფიციალურად გამოვაჩენთ"
01/10/2021 09:28:09 პოლიტიკა
ჩვენ ხვალ, რვა საათსა და ხუთ წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ," – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მურმან დუმბაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ბათუმშია.
"მას ჰყავს ძალიან ბევრი მომხრე. მას ელოდება მთელი საქართველო და ჩვენ ხვალ, რვა საათზე და ხუთ წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ. ვფიქრობ, რომ ოპერატიულად უნდა ვიმოქმედოთ და არავითარ შემთხვევაში ის არ უნდა გამოჩნდეს. ის არის საქართველოში.
ის ამ წუთში, ამ წამებში არის ბათუმში და მან გააკეთა სერიოზული განცხადება, საკუთარი სიტყვა შეასრულა და ახლა სიტყვა ჩვენზეა. ჩვენ უნდა შევასრულოთ სიტყვა, რაც გვწამს, რაც გვჯერა, იმის, რისიც მჯეროდა ცხრა წლის წინ, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია საარჩევნო ყუთთან," – განაცხადა მურმან დუმბაძემ.
ცნობისთვის: 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებიც სავარაუდოდ, ბათუმშია გადაღებული. სააკაშვილმა მხარდამჭერებს 3 ოქტომბრისთვის თბილისისკენ დაძვრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ერთ–ერთ კოლონას თავადაც შეუერთდება.
შსს–ში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღავრი არ გადმოუკვეთავს. „ქართული ოცნების“ წევრები ირწმუნებიან, რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია.


