Accentnews.ge
თალაკვაძე – სააკაშვილზე: "რაც შეიძლება მეტი HA HA!"

თალაკვაძე – სააკაშვილზე: "რაც შეიძლება მეტი HA HA!"

01/10/2021 10:19:51 პოლიტიკა

"რაც შეიძლება მეტი HA HA!" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის უკვე საქართველოშია.

"მოდელირებული ქრონიკის ავტორებისგან რა უნდა გაგიკვირდეს? ომი დადგეს მედიით. თავისი ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა", - წერს თალაკვაძე "ფეისბუქზე".

ცნობისთვის: 1 ოქტომბერს ორიოდ საათის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებიც სავარაუდოდ, ბათუმშია გადაღებული. სააკაშვილმა მხარდამჭერებს 3 ოქტომბრისთვის თბილისისკენ დაძვრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ერთ–ერთ კოლონას თავადაც შეუერთდება.

შსს–ში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღავრი არ გადმოუკვეთავს. „ქართული ოცნების“ წევრები ირწმუნებიან, რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S