Accentnews.ge
მედია: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ასეული ზუგდიდიდან ბათუმში გადაიყვანეს

მედია: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ასეული ზუგდიდიდან ბათუმში გადაიყვანეს

01/10/2021 10:24:31 პოლიტიკა

"მთავარი არხის" ინფორმაციით, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ასეული ზუგდიდიდან ბათუმში გადაიყვანეს.

ამასთან, მედიასაშუალება იუწყება, რომ გადაადგილება შესამჩნევი რომ არ ყოფილიყო, თანამშრომლებს საწვავი დაურიგეს და საკუთარი მანქანებითვე გაგზავნეს რეგიონში.

გარდა ამისა, ამავე წყაროს ცნობით, ბათუმში 7-მდე "კობრას" ტიპის ჯავშანმანქანაც წაიყვანეს.

შსს–ში აცხადებენ, რომ გადაადგილება არჩევნებს უკავშირდება და მართლწესრიგის უზრუნველყოფას.

ცნობისთვის: 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებიც სავარაუდოდ, ბათუმშია გადაღებული. სააკაშვილმა მხარდამჭერებს 3 ოქტომბრისთვის თბილისისკენ დაძვრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ერთ–ერთ კოლონას თავადაც შეუერთდება.

შსს–ში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღავრი არ გადმოუკვეთავს. „ქართული ოცნების“ წევრები ირწმუნებიან, რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S