შსს: „სააკაშვილს უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია“
01/10/2021 11:03:54 პოლიტიკა
შს სამინისტროში დბეჯითებით აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არც საქართველოს და არც უკრაინის საზღვრები არ გადმოუკვეთავს.
„შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ცალსახად იყო დაფიქსირებული, რომ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთობა გვონდა უკრაინულ მხარესთან. დარწმუნებით და ცალსახად შემიძლია, გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახემწიფო საზღვარი არ დაუტოვებია. ის არის ძებნილი და თუ გადმოკვეთს საზღვარს, მას დავაკავებთ და გადავიყვანთ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“,– განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.
რაც შეეხება სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოებს, რომლებიც სავარაუდოდ ბათუმშია გადაღებული, დარახველიძე კომენტარს არ აკეთებს.
ცნობისთვის: 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებიც სავარაუდოდ, ბათუმშია გადაღებული. სააკაშვილმა მხარდამჭერებს 3 ოქტომბრისთვის თბილისისკენ დაძვრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ერთ–ერთ კოლონას თავადაც შეუერთდება.
შსს–ში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღავრი არ გადმოუკვეთავს. „ქართული ოცნების“ წევრები ირწმუნებიან, რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია.


