Accentnews.ge
სად იმყოფება სააკაშვილი – „ქართული ოცნების“ ვერსია

სად იმყოფება სააკაშვილი – „ქართული ოცნების“ ვერსია

01/10/2021 11:39:50 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვიდეო, რომელიც ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ის საშუალებით გაავრცელა, „ფეიკი“.

მისივე თქმით, რეალურად სააკაშვილი უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა.

„მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში. რა სიმბოლურია, მისივე ენაზე ტრუსკავეცში რომ იმყოფება. ღამით იმყოფებოდა, ვითომ ვიდეოს რომ დებდა, სასტუმრო „რიქსოსში“. შეიძლება ამ ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ დაიმალოს, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დაიმალება. [...]

ჩვენი ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არის დადასტურებულად „ფეიკი“ [სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები]. პირველ ვიდეოში რომ ჩარჩო ტრიალებს, ის არ გამოგრჩეთ - შეიძლება ეს თქვენთვის არასასურველი ინფორმაცია იყოს. დანარჩენზე მერე ვისაუბროთ, როცა უკვე დოკუმენტურად დადასტურდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთამ მამუკა მდინარაძის თქმით, ენმ–ში დაპირისპირებაა და დასტურად მან მედიას გარკვეული ციტატები წაუკითხა:

„ნაციონალური მოძრაობის“ ჩატებიდან ჟონავს ინფორმაცია. მივმართავ მათ („ნაციონალურ მოძრაობას“), ხომ არ ეცნობათ ის სიტყვები, რასაც მე წავიკითხავ. ბოლო საათების განმავლობაში მათ ჩატებში ჩაიშალა ასეთი დავალება, ვციტირებ: „მოკლედ, კიდევ ერთხელ ახლა, ყველას, ვისზეც ხელი მიგვიწვდება ან ვწერთ, ან ვუგზავნით შუამავალს. დღის ბოლომდე უნდა ვაკეთოთ ქუჩა, შინაური, „ქოცია“ და ა.შ. გზავნილი მარტივია, გენაცვალოს ჩემი თავი, მაგრამ „ოცნებას“ წაგებული აქვს და ჩაეხსენით. ისეთ რამეს ნუ გაგაკეთებინებს ბიძინა, კალაძე, რომ მერე ვერ შეძლო დახმარება, „ქოცების“ უბნის უფროსებს, კომისიის წევრებს, ვისზეც გვაქვს „ხოდი“ უნდა შევეხმიანოთ, აუცილებელია ყველასთან კონტაქტი. უნდა იცოდნენ, რომ მოსასვლელი აქვთ და ნაკლებად შეეშინდებათ“

ცნობისთვის: 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებიც სავარაუდოდ, ბათუმშია გადაღებული. სააკაშვილმა მხარდამჭერებს 3 ოქტომბრისთვის თბილისისკენ დაძვრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ერთ–ერთ კოლონას თავადაც შეუერთდება.

შსს–ში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საზღავრი არ გადმოუკვეთავს და არ დაუტოვებია უკრაინის საზღვრებიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S