სანიკიძის აზრით, სააკაშვილმა ამომრჩეველი მოატყუა
01/10/2021 12:18:17 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისივე ამომრჩეველი მოატყუა.
„ჩემი ინფორმაციით, საქართველოში არ იმყოფება. პლუს ამას, საჯარო ინფორმაცია იყო, რომ ჩამოდიოდა 2 ოქტომბერს კიევის რეისით, დღეს კი გვეუბნება, რომ ბათუმშია. ე.ი. მოატყუა უკვე თავისი ამომრჩეველი“, — თქვა სანიკიძემ „ფორმულას“ ჟურნალისტთან საუბრისას.
ცნობისთვის: 1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებიც სავარაუდოდ, ბათუმშია გადაღებული. სააკაშვილმა მხარდამჭერებს 3 ოქტომბრისთვის თბილისისკენ დაძვრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ერთ–ერთ კოლონას თავადაც შეუერთდება.
შსს–ში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღავრი არ გადმოუკვეთავს და არ დაუტოვებია უკრაინის საზღვრებიც. მოგვაინებით „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რეალურად სააკაშვილი უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა.


