Accentnews.ge
ვოლსკი სააკაშვილის სავარაუდო დაბრუნების კონტექსტში რუსეთის როლზე მიანიშნებს

ვოლსკი სააკაშვილის სავარაუდო დაბრუნების კონტექსტში რუსეთის როლზე მიანიშნებს

01/10/2021 14:01:05 პოლიტიკა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები „მთლად ვაჟკაცურად ვერ ამბობენ, რომ მან საზღვარი გადმოკვეთა, რადგან ვარიანტია, რომ რუსეთს შეეწყო ხელი“.

ამასთან, ვოლსკი იმეორებს თანაგუნდელების და შსს–ს პოზიციას, რომ სააკაშვილს უკრაინის და საქართველოს საზღვრები არ გადმოუკვეთავს.

„მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მთლად ვაჟკაცურად ვერ ამბობენ იმას, რომ საზღვარი გადმოკვეთა, ჩუმად შემოიპარა საქართველოში კანონდარღვევით. ვარიანტია, რომ რუსეთს შეეწყო ხელი, შეიძლება, გადმოეკვეთა ე.წ. საზღვარი ჯერ აფხაზეთის და მათივე დახმარებით, შემდეგ შემოპარულიყო. ბევრი სხვა ვარიანტიც შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა და ასეთი რამ თუ მოხდა და ასეთი პოლიტიკური პოზიცია „ნაცმოძრაობას“ აქვს, რომ მათი ლიდერი აქ იმყოფება, მან კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი და შემოიჭრა საქართველოში უკანონო გზით, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ნებისმიერი სხვა განცხადება მშვიდობიანი გზით არჩევნების ჩატარების თაობაზე, ტყუილი ყოფილა.

„ფეიკს“ თუ ავრცელებს სააკაშვილი, ეს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს მათ იმიჯს და თუ ეს მართლა ბათუმშია გადაღებული, ესეც სერიოზულ დარტყმას აყენებს მათ იმიჯს. ორივე შემთხვევაში, რთულ ვითარებაში ვარდება „ნაციონალური მოძრაობა“. ქვეყნის იმიჯზე ვინ ფიქრობს, მაგრამ ქვეყნის იმიჯსაც უზარმაზარ დარტყმას აყენებს ქმედებები, რასაც სჩადიან, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მას უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს და არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი“, – განაცხადა ვოლსკიმ თემის კომენტირებისას.

ცნობისთვის: 1 ოქტომბრის დილით მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში იმყოფება. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლებიც სავარაუდოდ, ბათუმშია გადაღებული, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველი რჩება მისი კონკრეტული ადგილსამყოფელი. სააკაშვილმა მხარდამჭერებს 3 ოქტომბრისთვის თბილისისკენ დაძვრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ერთ–ერთ კოლონას თავადაც შეუერთდება.

შსს ირწმუნება, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღავრი არ გადმოუკვეთავს და არ დაუტოვებია უკრაინის საზღვრებიც. მოგვაინებით „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რეალურად სააკაშვილი უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში იმყოფებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S