"ევროპარლამენტარებს ვუთხარი, რომ ხვალ პირველივე ტურში დავამთავრებ არჩევნებს"
01/10/2021 14:49:08 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი თბილისში, მოქმედი მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებს უთხრა, რომ ხვალ თვითმმართველობის არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
როგორც მან ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „ძალიან კარგი შეხვედრა იყო“.
„ძალიან კარგი შეხვედრა იყო. საზოგადოება და თბილისელები ელოდებიან, რა იქნება ქალაქთან დაკავშირებით, როგორი იქნება ქალაქი მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რა პროექტები განხორციელდება რაიონებში - ვესაუბრეთ ყველაფერ ამაზე. ვესაუბრე ასევე ჩემს საარჩევნო კამპანიაზე, თუ როგორი პოზიტიური კამპანია მქონდა, ასევე ვუთხარი ისიც, რომ ხვალ პირველივე ტურში დავამთავრებ არჩევნებს“, - განაცხადა კალაძემ.


