"დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა"
01/10/2021 16:07:56 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 9 წელი გავიდა.
„დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღვანდელი დღე. 9 წელი გავიდა გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, 1 ოქტომბერს და ჩვენს ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
მანამდე, მან ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების თაობე განაცხადა.


