სააკაშვილს რუსთავის ციხეში სახალხო დამცველი მოინახულებს
01/10/2021 16:26:14 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
სახალხო დამცველის პრეს-სამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს დღესვე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოინახულებს.
ცნობისთვის: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს.


