Accentnews.ge
ჯაფარიძე: "ამაყი სახეებით გვამცნეს, რომ სააკაშვილი დაკავებულია, ეს კიდევ ერთი სპექტაკლია"

ჯაფარიძე: "ამაყი სახეებით გვამცნეს, რომ სააკაშვილი დაკავებულია, ეს კიდევ ერთი სპექტაკლია"

01/10/2021 16:29:07 პოლიტიკა

"ლელოს" ერთ–ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს, გადაფაროს საკუთარი მარცხი ის ფაქტი, რომ დღეს სახელმწიფო არ ფუნქციონირებს".

"ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ის იმყოფება საქართველოში. ამას მოჰყვა "ქართული ოცნების" განცხადებები, რომ ეს არის ტყუილი და მას საზღვარი არ გადმოუკვეთავს. საღამოს ახლა ამაყი სახეებით გვამცნეს, რომ დაკავებულია მიხეილ სააკაშვილი. ეს არის კიდევ სპექტაკლი მოწყობილი "ქართული ოცნების" მიერ, რომლითაც ცდილობს, გადაფაროს საკუთარი მარცხი ის ფაქტი, რომ დღეს სახელმწიფო არ ფუნქციონირებს", – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S