Accentnews.ge
მდინარაძე განმარტავს, რატომ უარყოფდნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას

მდინარაძე განმარტავს, რატომ უარყოფდნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას

01/10/2021 17:13:28 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, თუ რატომ უარყოფდნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას.

„ჩვენი განცხადებები ეყრდნობოდა იმ ინფორმაციას, რასაც სამართალდამცავები გვაწვდიდნენ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციები საერთო კონტექსში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და მის შედეგებთან ერთად, ნიშნავს იმას, რომ ეს იყო მართლაც მაღალი კლასის, უდიდესი წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაცია ჩვენი მხრიდან, მათ ეს ძალიან კარგად გათვალეს, სხვაგვარი მესიჯები რომ გახმოვანებულიყო, ბუნებრივია, ოპერაცია ასეთი წარმატებით შეიძლება ვერ დასრულებულიყო, მათ ეს რისკი არ გაწიეს. ბუნებრივია, ჩვენც შეიძლებოდა, გვქონოდა გულისწყვეტა, მაგრამ რა დროს ამაზე გულის წყვეტაა, როდესაც მათ ძალიან კარგად გათვალეს ყველა დეტალი და არ გასწიეს მინიმალური რისკი, რომ პოლიტიკურ ლიდერებს ეს სცოდნოდათ. როდესაც სპეცოპერაცია იგეგმება, პოლიტიკური ლიდერები ამის საქმის კურსში არც უნდა იყვნენ და არც არიან“,- განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, „მიხეილ სააკაშვილი დამფრთხალია, მან გარისკა და ეს რისკი ძვირად დაუჯდა“:

„ეს იყო კარგად ჩატარებული სპეცოპერაციის კლასი. მსჯავრდებული, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფრის შედეგად არის ციხეში, იქ, სადაც უნდა იყოს“.

ამასთან, მან სამართალდამცავ ორგანოებს მადლობა გადაუხადა:

„ძალიან დიდი მადლობა საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს, რომლებმაც უდიდესი პროვოკაცია აღკვეთეს. როდესაც ყველაფერი ნათელი ხდება, ალბათ კარგად ხვდებით, რომ ეს იყო უდიდესი პროვოკაცია, რომელიც იგეგმებოდა ყველაზე დიდი ავანტიურისტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და საბედნიეროდ, ის აღიკვეთა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S