Accentnews.ge
"მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ის, რაც თქვა, ეს თავდადებული ნაბიჯია!"

"მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა ის, რაც თქვა, ეს თავდადებული ნაბიჯია!"

01/10/2021 17:41:35 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლით "თავდადებული ნაბიჯი" გადადგა.

მან ამომრჩეველს 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ხვალ ოპოზიცია გამარჯვებისთვის იბრძვის და არა ვინმეს დამარცხებისთვის:

„ხვალ გვაქვს რეფერენდუმი ქვეყანაში, რომლითაც ჩვენ ყველანი მივიღებთ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ მოვიშორებთ ქვეყნის დამაქცევარ ხელისუფლებას“.

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა იცოდა რაზე მიდიოდა და ეს თავდადებული ნაბიჯი მან შეგნებულად გადადგა:

"ეს რომ ნორმალური ხელისუფლება იყოს, საერთოდ არ უნდა ექციათ მესამე პრეზიდენტი დევნილად, მთელ მსოფლიოში აბუჩად არ აეგდოთ საკუთარი თავი და ქვეყანა და ძებნილად არ გაეხადად კაცი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოუტანა ქვეყანას! მას სრული უფლება ქონდა თავის ქვეყანაში ჩამოსვლის! დღეს ის ნამდვილად საქართველოშია! კი ის დააკავეს როგორც მოვისმინეთ, მაგრამ მან იცოდა რაზე მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი! ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც - ციხეში ყოფნა არაა პრობლემა - პრობლემა არის როცა ქვეყანა ემსგავსება დახავსებულ ციხეს. საერთო გამარჯვების შემდეგ კი ისიც, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას! ჯერ ციხიდან მაგრამ მალე თავისუფლებაზე! მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა რაც თქვა - ეს თავდადებული ნაბიჯია! მან თავის თავისუფლება დათმო ამ რეჟიმის დამარცხებისთვის! ჩვენი თავდადება კი ბევრად მარტივ რამეში უნდა გამოვხატოთ - ავდგეთ ხვალ, დავდგეთ როგში, ავიღოთ ბიულეტენები და დავასრულოთ ოცნება! შემოხაზეთ ნებისმიერი 41 გარდა! ხოლო ენმ ყველა მომხრეს დამატებით ვალდებულება გვაქ - ჩვენი არჩევანით დავიხსნათ პრეზიდენტი სააკაშვილი! ეს ჩვენი სურვილიცაა და დღეიდან ვალიც!".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S