Accentnews.ge
უკრაინის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი დაიბარა

უკრაინის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი დაიბარა

01/10/2021 18:49:37 პოლიტიკა

უკრაინაში საქართველოს ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული, მიზეზი დღეს თბილისში უკრაინის მოქალაქეობის მქონე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებაა.

ამის შესახებ სამინისტროს პრეს-სპიეკრმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

მოგვიანებით, Twitter-ში განთავსებულ პუბლიკაციაში მან დააზუსტა, რომ ელჩი “მსგავსი დაკავების საფუძვლებისა და გარემოებების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მისაღებადაა დაბარებული".

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ბოლო პერიოდში იგი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელობდა.

მისი დაკავების შესახებ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგიდან დღეს გახდა ცნობილი. მოგვიანებით, სააკაშვილის ციხეში გადაყვანის კადრებიც გავრცელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S