"შეგნებულად არ ვამბობდით სააკაშვილის ჩამოსვლაზე, ოპერატიული ტაქტიკა იყო"
01/10/2021 19:08:41 პოლიტიკა
პრემიერ– მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ არ იცოდა.
მისივე თქმით, ეს მათი ტაქტიკა იყო და მან თანაგუნდელებს ბოდიშიც მოუხადა.
"ჩვენ ექს–პრეზიდენტი დავაკავეთ იმ დროს, როცა მარტო იმყოფებოდა სამალავ ბინაში. ჩვენ ამის შესახებ წინასწარ ვიცოდით და დღეს ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ხელისუფლებამ არ იცოდა ამის შესახებ. მე აქვე მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩვენი გუნდის წევრებს, რადგან დღეს მათაც მოუწიათ განცხადებების გაკეთება და ჩვენ შეგნებულად არ ვამბობდით ამის თაობაზე, ვინაიდან ეს იყო ჩვეულებრივი ოპერატიული ტაქტიკა, რომელიც საჭირო იყო სწორედ ასეთი შედეგის დასაყენებლად” — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ 1 ოქტომბრის საღამოს განაცხადა.
როგორ გადმოკვეთა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი, რა გარემოებებში და კონკრეტულად სად დააკავეს ჯერ–ჯერობით უცნობია.


