Accentnews.ge
ოფიციალური თბილისი: "უკრაინაში საქართველოს ელჩი არ არის დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში"

ოფიციალური თბილისი: "უკრაინაში საქართველოს ელჩი არ არის დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში"

01/10/2021 19:30:27 პოლიტიკა

ოფიციალური თბილისის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს ელჩი არ არის დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს საგარეო საქმეტა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყებაში შეხვედრას გამართავს საელჩოს დიპლომატი.

„უწყებაში შეხევდრას გამართავს საელჩოს დიპლომატი, რომელიც დადგენილი წესის თანახმად გაუცვლის ინფორმაცის უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც გახლავთ უკრაინის მოქალაქე”, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის: უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რაც საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან არის დაკავშირებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ 1 ოქტომბრის საღამოს განაცხადა.

როგორ გადმოკვეთა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი, რა გარემოებებში და კონკრეტულად სად დააკავეს ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S