Accentnews.ge
"სააკაშვილის საქმეებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ბონუსად დავუმატეთ"

"სააკაშვილის საქმეებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ბონუსად დავუმატეთ"

01/10/2021 19:57:02 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებსა და უკვე გამოტანილ განაჩენებზე ისაუბრა.

მისი თქმით, სააკაშვილის საქმეებს "საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ბონუსად დაუმატეს":

„მე რამდენიმე ფაქტს შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას – პირველი, ყველასთვის მძიმე, საზარელი, ტრაგიკული დანაშაული არის გირგვლიანის წამებით მოკვლის ფაქტი, რომელზეც ბატონი სააკაშვილი გასამართლებულია და მისჯილი აქვს სასჯელი; ასევე, მინდა, ყველას შევახსენო ყოფილი დეპუტატის, ბატონი ვალერი გელაშვილის სიკვდილამდე მიყვანის ფაქტი და ამას შეიძლება ვუწოდოთ შეკვეთილი მკვლელობა, ვინაიდან ეს სხვა არაფერი იყო თუ არა მკვლელობის მცდელობა, როცა ჯანმრთელ ადამიანს გაუსწორდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ბატონმა გელაშვილმა თავის დროზე არ დაუხარა თავი და სააკაშვილის ახირებები და ხუშტურები არ გაითვალისწინა და არ მოუსმინა. ამას გარდა, მიმდინარე საქმეა, სიმბოლურია, რომ დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ვიმყოფებით, ტელეკომპანია „იმედის“ საქმე, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სამაგალითოდ დასაჯეს. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ მოხდა „იმედში“ სპეცრაზმის შემოჭრა, დარბევა, ტელეკომპანიის ტექნიკის განადგურება, ჟურნალისტების ცემა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ა.შ. ეს არის მიმდინარე საქმე, რომელზეც ბრალი აქვს წაყენებული ბატონ სააკაშვილს და კიდევ არის სხვა საქმეები, მათ შორის ახლა დაემატა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რომელიც ბატონ სააკაშვილს ბონუსად დავუმატეთ. ვფიქრობ, მეგობრებო, ყველაფერი დასრულდა, მინდა, მივმართო მათ შორის „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს, რომ ბუნებრივია, ჩვენ კარგად გვესმის მათი მდგომარეობის, მათაც ვულოცავ ბიძინაობას და პირველ ოქტომბერს, მათაც ვულოცავ ჩვენი ქვეყნის დამშვიდებას და დაწყნარებას. იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყანა ახლა მაინც დაადგება დამშვიდების გზას, ვინაიდან ეს გვჭირდება ჩვენ, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანად მართვა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S