Accentnews.ge
სახემწიფო დეპარტამენტი – სააკაშვილზე: "შეერთებული შტატები მოვლენებს ყურადღებით აკვირდება"

სახემწიფო დეპარტამენტი – სააკაშვილზე: "შეერთებული შტატები მოვლენებს ყურადღებით აკვირდება"

01/10/2021 20:29:45 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე პირველ განცხადებას აკეთებს. სახდეპის პრეს–სპიკერი "ამერიკის ხმასთან" აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მოვლენებს ახლოს აკვირდება.

"ჩვენ გვაქვს მისი დაკავების ცნობები და მოვლენების განვითარებას ახლოს ვაკვირდებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი ისარგებლებს თანასწორობის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", - განუცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში "ამერიკის ხმას".

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ 1 ოქტომბრის საღამოს განაცხადა.

როგორ გადმოკვეთა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი, რა გარემოებებში და კონკრეტულად სად დააკავეს ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S