ივანიშვილმა საარჩევნო უბანი უკომენტაროდ დატოვა
02/10/2021 05:01:18 პოლიტიკა
"ქართულო ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდაზე, #144-ე უბანზე ხმა მისცა.
მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, თუმცა მმართველი გუნდის და ოპოზიციის აღქმა აღნიშნული არჩევნების მნიშვნელობის, განსხვავებულია: ოპოზიცია მას რეფერენდუმს უწოდებს.
შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.


