Accentnews.ge
"მომიკითხეთ ციხეში" - კობახიძე არ პასუხობს კითხვას სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის დროსთან დაკავშირებით

"მომიკითხეთ ციხეში" - კობახიძე არ პასუხობს კითხვას სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის დროსთან დაკავშირებით

02/10/2021 05:30:43 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ეს "ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა".

"როცა ადამიანი ხვდება ციხეში, ეს, თავისთავად, არის მძიმე მოვლენა. მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა 18 წელი არ დაასვენა. ჯერ 9 წელი, როცა იყო ხელისუფლებაში და თქვენ გახსოვთ მის მიერ, მისი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები და შემდეგ 9 წელი ოპოზიციაში მან ქვეყანა არ დაასვენა და ახლაც იმავეთი იმუქრებოდა. ის ჩამოვიდა იმისთვის, რომ შეესრულებინა თავისი მუქარა ხელისუფლების გადატრიალებასთან და ქვეყნის არევასთან დაკავშირებით. სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღეს ყველა ზომა, რომ მისი დანაშაულებრივი ქმედებები აღეკვეთათ". - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ხმის მისაცემად მისულმა კობახიძემ არ უპასუხა მედიის კითხვას, იცოდა თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იყო, რომ მის დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობდა და როდის გაიგო.

"არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მიხეილ სააკაშვილი, თქვენი ლიდერი, არის ციხეში, ეს არის მთავარი" - თქვა მან.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც სამართლებრივადაა საჭირო.

"სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები, მათ შორის იმისთვის, რომ სპეცოპერაციამ მიაღწიოს თავის მიზანს, ბუნებრივია, კონფიდენციალურობა უნდა იყოს დაცული მაღალი ხარისხით. ეს არის მარტივი წესები, რაც აქვს ნებისმიერ სპეცოპერაციას, ეს წესები იყო დაცული", - თქვა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S