Accentnews.ge
მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

02/10/2021 06:06:16 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს.

ის მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს და წერს, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლა კარგად გააზრებული იყო და მზად იყო ყველა სცენარისთვის.

"ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო სათაყვანებელი ქართულო საზოგადოებავ. როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ სრულიად მოგონილი, ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე, მათ შორის პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა ამ განაჩენებს არ აღიარებს. მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, ვინაიდან მჯერა ჩემი ქვეყნისა და თითოეული თქვენგანის! ძალიან მინდა გთხოვოთ, ხვალ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არც ერთი ხმა და ამის შემდეგ ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები. ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტიურობასა და ბრძოლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში. ამაზეა ახლა დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა. გთხოვთ, არ შედრკეთ და ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

წერილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია აქვეყნებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S