Accentnews.ge
მამუკა მდინარაძემ გუშინდელი განცხადებების გამო ბოდიში მოიხადა

მამუკა მდინარაძემ გუშინდელი განცხადებების გამო ბოდიში მოიხადა

02/10/2021 06:17:39 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელმაც მედია 1 ოქტომბერს „ფეიკ–ნიუსების“ გავრცელებაში დაადანაშაულა და „თაღლითობაში ჩართულები“ უწოდა, ამასთან, ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ერთ–ერთ კორორტზე იმყოფებოდა და ავრცელებდა ყალბ ვიდეოებს, დღეს საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

მისი თქმით, სხვადასხვა ინფორმაციებიდნ გამომდინარე გარკვეული უხერხულობა შეიქმნა, თუმცა ეს მეორეხარისხოვანი დეტალებია მთავარ თემასთან შედარებით.

„ჩემთვის პირველი იყო ასეთი უხერხული პოზიცია, რომელიც საღამოს აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარეობდა. ახლავეშემიძლია, საზოგადოებას ბოდიშ მოვუხადო გუშინდელი უხერხულობისთვის და მე ამას ვაკეთებ, მაგრამ ერთია, რომ რაც არ უნდა პირადი ემოციები ყოფილიყო, გუშინ საღამოს მთელი ქვეყანა დარწმუნდა ერთ რამეში, სპეცოპერაცია წარმატებით შესრულდა და რომ არა ისე დაგეგმილი მთელი დღე, როგორც დაგეგმეს ქართველმა სამართალდამცავმა უწყებებმა ეს ოპერაცია, ასეთი წარმატებით არ აივლიდა. დანარჩენი არის დეტალები. ამ დეტალებზე ყურადღების გამახვილება ალბათ არ ჭირს და მე ახლა ეს გავაკეთე“,– განაცხადა მამუკა მდინარაძემ ხმის მიცემის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S