გახარია: "დღეს ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის"
02/10/2021 06:22:28 პოლიტიკა
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ხმა მისცა, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ კი მოქალაქეებს საარჩევნო უბანზე მისვლისკენ მოუწოდა.
"დღეს ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის, განახლებასა და წარსულს შორის. ეს ორი ძალა, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ასაზრდოებს, წლებია, წარსულში გვექაჩება. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეული მოქალაქე გონიერ და გულით არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის.
მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ მივიდეს არჩევნებზე. იმიტომ, რომ არავინ მოგატყუოთ, ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ეს არის განახლების არჩევნები.
ჩვენ ყველამ ვიხილეთ, განსაკუთრებით ბოლო 1 თვის განმავლობაში, რას ნიშნავს და სანამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნილმა მმართველობამ". - თქვა გახარიამ.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.


