Accentnews.ge
ახალქალაქში, საარჩევნო უბანზე სახურავი ჩამოვარდა

ახალქალაქში, საარჩევნო უბანზე სახურავი ჩამოვარდა

02/10/2021 07:00:02 პოლიტიკა

ახალქალაქში სახურავის ჩამოვარდნის გამო საარჩევნო უბანი სხვა ტერიტორიაზე გადაიტანეს,– ამის შესახებ „მრავალეროვანი საქართველოს“ წევრი დარეჯან გიორბელიე იუწყება.

„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დაფიქსირდა ხარვეზი. ახალქალაქის 27–ე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო უბანი სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა. მის გადატანის მიზეზად სახურავის ჩამოვარდნა დასახელდა“,– განაცხადა გიორბელიძემ.

ცნობისთვის: საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს. კერძოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S