Accentnews.ge
ბადრი ჯაფარიძე: "გუშინ მორიგი სპექტაკლი ვნახეთ"

ბადრი ჯაფარიძე: "გუშინ მორიგი სპექტაკლი ვნახეთ"

02/10/2021 07:12:43 პოლიტიკა

"ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმიანება და ამბობს, რომ გუშინ განვითარებული მოვლენები სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლაზე მიუთითებს.

"გუშინ ჩვენ ვნახეთ მორიგი სპექტაკლი, უუნარობა, ჩამოშლილი ინსტიტუტები, როდესაც მთელი დღის განმავლობაში "ოცნება" ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი არ იყო ქვეყანაში და არ ქონდა გადმოკვეთილი საზღვარი. მერე იგივე ხალხმა სიამაყით გვამცნო, რომ ის დაკავებულია და მთელი დღის განმავლობაში ატყუებდნენ თანამოქალაქეებს - ესეთი სახელმწიფო შექმნა "ქართულმა ოცნებამ" , ესეთი ჩამოშლილი ინსტიტუტები გვაქვს დღეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი არჩევნებით შევცვალოთ ეს არსებული ვითარება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ ხმის მიცემის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბრის დილით მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში იმყოფება და ორი ვიდეოც გამოაქვეყნა. დღის განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები ირწმუნებოდნენ, რომ ვიდეოები ყალბია და რომ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება. ანალოგიური განცხადება გააკეთა საქართველოს შსს–მაც. დღის მეორე ნახევარში გაირკვა, რომ სააკაშვილი ნამდვილად იმყოფებოდა საქართველოში და რომ ის თბილისში დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S