Accentnews.ge
"სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება"

"სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება"

02/10/2021 08:06:47 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება.

"გუშინდელ დღეზე მეტად მნიშვნელოვანია მომავალი და გზა წინისკენ, მოგეხსენებათ, არჩევნები არის პერიოდი, როცა ყველასათვის მნიშვნელოვანია ისეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რაც მოსახლეობას აწუხებს. იმედი მაქვს, არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ლიდერები დაიწყებენ ისეთ საკითხებზე მუშაობას, რაც ქართველ მოსახლეობას აწუხებს, ეს იქნება კოვიდი, ეკონომიკა, გაზრდილი ფასები, ინფრასტრუქტურა, განათლება და ა.შ. საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა პოლარიზაცია. რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, ეს პროცესი და საქმე იქნება საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება, თუ რამდენად მიუკერძოებლად, სამართლიანად და ღიად წარიმართება. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით",- განაცხადა დეგნანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S