CEC: ბოლნისში "ქართული ოცნების" სააგიტაციო მასალა კანონდარღვევითაა გამოფენილი [VIDEO]
02/10/2021 08:21:49 პოლიტიკა
სამოქალაქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბოლნისის ოლქში აგიტაცია კანონდარღვევით მიმდინარეობს. კერძოდ, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე, "ქართული ოცნების" სააგიტაციო მასალაა გაკრული.
CEC შესაბამის ვიდეო-მასალასაც ავრცელებს და წერს, რომ დარღვეულია საარჩევნო კოდექსის მუხლი 46. პუნქტი 2.


