გლდანში, საარჩევნო უბნებთან საეჭვო პირების მობილიზაცია შეინიშნება
02/10/2021 08:28:01 პოლიტიკა
თბილისში, გლდანში საარჩევნო უბნებთან საეჭვო პირების მობილიზაცია შეინიშნება.
საუბარია გლდანის N24, N26 და N28 უბნებზე.
დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ გაურკვეველი პირები ამომრჩევლებს აფერხებენ, სავარაუდოდ, აგიტაციას და ზეწოლას ეწევიან უბნიდან 100 მეტრის რადიუსში.
ცნობისთვის: საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 პუნქტით, უბნიდან 100 მეტრის რადიუსში ამომრჩევლის შეფერხება აკრძალულია.


