Accentnews.ge
ზურაბიშვილი: "დეპოლარიზაციას მივეცი ხმა"

ზურაბიშვილი: "დეპოლარიზაციას მივეცი ხმა"

02/10/2021 08:33:42 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი უკვე დააფიქსირა.

როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, დღევანდელი არჩევნებით საქართველოში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს.

“ადგილობრივი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიულ პროცესებში იმიტომ, რომ ეს არის ის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს მართლა შეუძლიათ აირჩიონ თავიანთ ადგილზე: დაბაში, სოფელში, ქალაქში, ისინი, ვინც მათ ადგილობრივ პრობლემებს გადაუწყვეტენ.

ამავე დროს, ეს არის ის ადგილი, სადაც, ალბათ, ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია და ეს არის ის არჩევნები, ზოგადად, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია და რისი იმედი მაქვს მეც, მე ამას მივეცი ხმა — დეპოლარიზაციას”, — განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს. კერძოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S