Accentnews.ge
ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

02/10/2021 08:57:05 პოლიტიკა

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. „მოძრაობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, რომელმაც აღკვეთა უბანზე ე.წ. კარუსელის განხორციელება, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „ქართული ოცნების“ ყიზილაჯლოს მაჟორიტარმა კანდიდატმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა.

გიორგი მუმლაძის თქმით, ნაცემია აჯიმურა მურადოვი და მას ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება:

48-ე საარჩევნო უბანზე იმყოფება „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, რომელიც აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ადგილზე პროვოკაციების მოწყობას ცდილობენ:

„ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკატორების ბანდა დადის უბნებზე და ცდილობს, შექმნას პროვოკაციები. მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს, რომ მარნეულში არჩევნები მშვიდ გარემოში მიდის, არსად არაფერი ხდება. ვინ ვის დაარტყა, ამას სჭირდება ფაქტები, ამისთვის არსებობენ შესაბამისი უწყებები, ვინც გააკეთებს კომენტარს. კარგად მომზადებულმა პროვოკაციულმა ბანდებმა პირდაპირ მიიღეს დავალება სააკაშვილის მხრიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან, რომ ასე უბნებზე იარონ“.

ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S