"დედოფლისწყაროში უბანი უნდა დაიხუროს" - კორძაია დარღვევებზე საუბრობს
02/10/2021 09:16:50 პოლიტიკა
დედოფლისწყაროში არ იყო საარჩევნო ყუთი დალუქული და 100-ზე მეტ ამომრჩეველს ხმა ჰქონდა მიცემული - ამის შესახებ "რესპუბლიკელმა" თამარ კორძაიამ ისაუბრა და აცხადებს, რომ დასახელებული უბანი უნდა დაიხუროს.
გარდა ამისა, მისი თქმით, კრწანისის რამდენიმე უბანზე კომისიამ ვერ უზრუნველყო ელექტრონული სისტემით ხმის მიცემა და პროცესი გაგრძელდა ჩვეულებრივ რეჟიმში; დაფიქსირდა უბნები, სადაც საარჩევნო კომისიის წევრები ყურსასმენებითა და მიკროფონებით გადასცემენ ამომრჩევლების სახელებსა და გვარებს, ვინ გამოცხადდა უბანზე და ვინ – არა.
კორძაიას ინფორმაციით, აბაშაში დაფიქსირდა მოსყიდვის ფაქტი, მცხეთაში ირღვევა 100–მეტრიანი დისტანცია კოორდინატორების მხრიდან.
კორძაია ცესკოს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.


