საარჩევნო უბნებთან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დააფიქსირეს
02/10/2021 09:25:31 პოლიტიკა
თბილისში, რამდენიმე საარჩევნო უბანთან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დააფიქსირეს. ერთ–ერთი მსგავსი შემთხვევა გლდანში, #35 საბავშვო ბაღთან დაფიქსირდა: დამკვირვებელი შუშანა ლაცაბერიძე დაინტერესდა მათი მობილიზების მიზეზით და განუმარტა, რომ საარჩევნო წესს აღვევდნენ საარჩევნო უბანთან 100–მეტრიან დისტანციაზე ახლო მანძილზე დგომის გამო.
კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ გამოძახება არ ყოფილა და პრევენციის მიზნით დგანან, რათა დაიცვან მოქალაქეების უსაფრთხოება.
კიდევ ერთი ფაქტი საბურთალოს #9 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს.
დამკვირვებლების განმარტებით, სავარაუდოდ ირღვევა საარჩევნო კოდექსის მუხლი 45ოს მე–12 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.


