Accentnews.ge
„ზუგდიდში ფულს არიგებენ!“ – წითლიძე კონკრეტულ პირებს ასახელებს

„ზუგდიდში ფულს არიგებენ!“ – წითლიძე კონკრეტულ პირებს ასახელებს

02/10/2021 10:22:31 პოლიტიკა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები ფიქსირდება. კერძოდ, როგორც პარლამენტარმა ანა წითლიძემ განაცხადა, ფულის დარიგების პროცესს ზუგდიდის მერიის თანამშრომლები “ქართული ოცნების” პარტიის მხარდამჭერები ხელმძღვანელობენ. ის ასახელებს კონკრეტულ პირებს და ავტომობილებს, რომლებიც ფულის დარიგების პროცესში არიან ჩართულები. წითლიძე ამბობს, რომ მოსყიდვაში ჩართულ პირებს შორის არიან მერიის თანამშრომლებიც.

"მაგალითად, ტოიოტა ვერცხლისფერი პრადო სანომრე ნიშნით 548 A, რომელსაც გია სალია მართავს, სწორედ ის ხელმძღვანელობს ფულის დარიგების პროცესს. ასევე, ტოიოტა კოლტი სანომრე ნიშნით 458. არის ოპელ ასტრა, რომელიც ფაიფურის ტერიტორიაზე ახორციელებს ფულის დარიგებას, სანომრე ნიშნით 724 QM. ფულის დარიგებას ხელმძღვანელობს ნომერ 24-ე უბანზე მერიის თანამშრომელი ლაშა ჯიქია. ის მერსედესით გადაადგილდება სანომრე ნიშნით 706. ფაიფურის ტერიტორიაზევე ამომრჩევლის მოსყიდვაში მონაწილეობს საბა ქუთელია. მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირებულია მეშვიდე და 90-ე უბანზე. მერვე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მოსყიდვას ხელმძღვანელობს მერიის თანამშრომელი მურთაზ ბოკუჩავა. ასევე, ინგირის საარჩევნო უბანზე დათო ჭურღულია", - განაცხადა ანა წითლიძემ.

მისივე ინფორმაციით, მასიურად, უბანზე კომისიის წევრები საარჩევნო ბიულეტენებს შეგნებულად აფუჭებენ. კერძოდ, ბიულეტენებზე არ არის დატანილი ხელმოწერა და ბეჭედი, რაც ბათილობის წინაპირობაა:

“მოვუწოდებ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მკაცრი რეაგირებისკენ, იმიტომ, რომ თითოუელ ბიულეტენზე ჩვენი კომისიის წევრები და წარმომადგენლები იბრძოლებენ და თქვენ ვერ შეძლებთ იმ ბიულეტენების გაუქმებას, სადაც ნათლად იქნება გამოხატული ამომრჩევლის ნება. მე მოვუწოდებ პოლიციას და შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ. ამასთან დაკავშირებით შეტყობინება უკვე გავაკეთეთ 112-ში და ზუგდიდის პოლიციაში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S