Accentnews.ge
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი – სააკაშვილზე: "ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქე"

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი – სააკაშვილზე: "ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქე"

02/10/2021 11:01:24 პოლიტიკა

ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებით, – ამის შესახებ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა.

"ჩვენ ველოდებით შესაბამის პასუხს, ასე რომ ვთქვათ, გონივრულ პასუხს, საქართველოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან. გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ. პრეზიდენტს არსებული სიტუაცია მუდმივ კონტროლზე ჰყავს აყვანილი. ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ფორმულა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს“, – აცხადებს პოდოლიაკი.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ბოლო პერიოდში იგი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელობდა.

მისი დაკავების შესახებ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგიდან გუშინ გახდა ცნობილი. მოგვიანებით, სააკაშვილის ციხეში გადაყვანის კადრებიც გავრცელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S