Accentnews.ge
სამის ნაცვლად ერთი ბიულეტენი – თელავიდან დარღვევების შესახებ იუწყებიან

სამის ნაცვლად ერთი ბიულეტენი – თელავიდან დარღვევების შესახებ იუწყებიან

02/10/2021 11:08:50 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თელავში, #9-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დააფიქსირეს. კერძოდ, საჩივრის მიხედვით ირკვევა, რომ უბნის რეგისტრატორმა, 6 ამომრჩეველს სამი სხვადასხვა ბიულეტენის ნაცვლად, ერთი ბიულეტენები გადასცა.

კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრატორი მხოლოდ ოპოზიციის პროტესტის შემდეგ შეცვალა.

ცნობისთვის: საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს. კერძოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S