„არჩევანის გათქმის საფრთხე“ – ლილუაშვილი დარღვევებზე საუბრობს
02/10/2021 11:45:59 პოლიტიკა
პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ბექა ლილუაშვილი საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს.
ერთ-ერთ უხეშ დარღვევად ლილუაშვილი საარჩევნო უბანზე კამერების არასათანადო განლაგებას ასახელებს.
„ერთ-ერთიმნიშვნელოვანი დარღვევა არის კამერების ისეთ ადგილზე განთავსება, რომელიც პირდაპირ უყურებს საარჩევნო კაბინას და შესაბამისად, ხდება არჩევანის გათქმის საფრთხე. ასეთი სიტუაცია გამოვლენილია მრავალ უბანზე. თითოეულ უბანზე ჩვენი წარმოამდგენლების მხრიდან დაფიქსირებულია შესაბამისი საჩივარი, თუმცა მნიუხედავად საჩივრის დაფიქსირებისა, სამწუხაროდ, ადგილზე მდგომარეობა ამ დრომდე არ არის გამოსწორებული. რეგისტრატორებს აქვთ , როგორც ჩანს აქვთ, ინსტრუქცია, რომ ხმამაღლა გახმოვანება თითოეული ადამიანის, რომელიც მისულია რეგისტრატორთან ბიულეტენის ასაღებად და ხელის მოსაწერად. ამავდროულად, ჩვენი ინფრომაციით, რეგისტრატორების ნაწილს აქვს პირბადის ქვეშ შესაბამისი მიკროფონი, რომლითაც ამ ყურსასმენებზე გაადეცემა აღნიშნული ინფორმაცია, - ამბობს ლილუაშვილი.


