Accentnews.ge
ოფიციალური კიევი: "უკრაინის პრინციპული პოზიციაა, არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში"

ოფიციალური კიევი: "უკრაინის პრინციპული პოზიციაა, არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში"

02/10/2021 11:48:46 პოლიტიკა

"უკრაინის პრინციპული პოზიციაა, არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში", – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც უწყებამ საქართველოს საელჩოს დიპლომატთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

„2 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვეული იყო უკრაინაში საქართველოს დროებითი რწმუნებული, უფროსი მრჩეველი სანდრო თოფურია. დიპლომატმა გვაცნობა საქართველოში უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის დაკავების გარემოებების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რომლებითაც მას ბრალი აქვს წარდგენილი. უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებების სრულად პატივისცემის აუცილებლობას და მოითხოვა, რომ უკრაინის კონსულმა იგი მოინახულოს საკონსულო და სამართლებრივი დახმარების გასაწევად. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა უკრაინის პრინციპული პოზიცია, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში“, - ნათქვია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ბოლო პერიოდში იგი უკრაინაში რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელობდა.

მისი დაკავების შესახებ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგიდან გუშინ გახდა ცნობილი. მოგვიანებით, სააკაშვილის ციხეში გადაყვანის კადრებიც გავრცელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S