Accentnews.ge
„სურთ, ჩეჩნეთს დაგვამსგავსონ“ – საჩინოში, საარჩევნო უბანთან დაძაბულობა იყო

„სურთ, ჩეჩნეთს დაგვამსგავსონ“ – საჩინოში, საარჩევნო უბანთან დაძაბულობა იყო

02/10/2021 12:22:50 პოლიტიკა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში, საარჩევნო უბანთან დაძაბულობა იყო. ხმაური ამომრჩეველთა ხელმოწერებსა და გაცემულ ბიულეტენებს შორის დაფიქსირებულ სხვაობას მოჰყვა.

„კარუსელი დაატრიალეს და ზედმეტობაში დარჩა ჯერ 4, შემდეგ 10, შემდეგ 20 ბიულეტენი. ვკითხულობ, რა აზრი აქვს აქ არჩევნების ჩატარებას?! თუმცა, პროცესი კვლავ მიმდინარეობს. ეს ერთ–ერთი რიგითი შემთხვევაა. კომისიის თავმჯდომარემ პასუხისც კი ვერ გაგვცა, როგორ აღმოჩნდა სხვაობა ამომრჩევლების ხემოწერებსა და ბიულეტენებს შორის. ასე დემონსტრაციულად სურთ, ჩეჩნეთს დაგვამსგავსონ, ეს არ გამოვა!. თუ ვერ განმარტაენ, აქ რა მოხდა, ვფიქრობ, აქ არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს“,– განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა თამარ ბელქანიამ.

დღეს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S