"ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად იმარჯვებენ უკვლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში"
02/10/2021 13:16:37 პოლიტიკა
"ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად იმარჯვებენ უკვლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში", – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
"დღეს "ნაციონალური მოძრაობა" – მთავარი დესტრუქციული ძალა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი. დღევანდელი, არსებული მონაცემებით ამ მომენტისთვის, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპიარტესობით იმარჯვებენ არჩევნებში უკვლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ და სიძულვილსა და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ ამ არჩევნებში გადამწყვეტი მარცხი განიცადოს", – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც რეფერენდუმი".
"ეს დღე გახდა რეფერენდუმი “ნაციონალური მოძრაობისთვის”, რომელსაც ქართული საზოგადოება დღეს თავის პოლიტიკურ განაჩენს საბოლოოდ გამოუტანს”, — დასძინა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, თბილისის მერობის კანდიდატმა, ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, "ოპოზიცია არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს, გასაკუთრებით, თბილისში".
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 33.18% შეადგინა. ეს 1 160 413 ადამიანია.


